logo
ENG



ბოლო 24 საათში გამოვლინდა Covid 19-ის 396 ახალი შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 2.2%-ია

20 თებ 202111:15
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში გამოვლინდა Covid 19-ის 396 ახალი შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 2,2%-ია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  

ჩატარდა 18 015 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 021 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 994 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.2%-ია. ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე -2.4%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 268 097-ია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 ადამიანი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 066-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაიცვალა 19 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 425 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: 

თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 11, შიდა ქართლი - 41, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 580, საიდანაც: 1 769 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  766, აჭარაში - 200, იმერეთში - 401. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 349 პირი, მათ შორის, თბილისში - 127, აჭარაში - 40, იმერეთში - 108. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 9, იმერეთში - 12. 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 123 - თბილისში, 90 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 1 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 281 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 45.


close დახურვა